ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე გზის საფარი განახლდა

16

ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. გეგმის თანახმად, ამ დროისთვის, გზის საფარის განახლება საჯაიას ქუჩაზე, პოლიტკოვსკაიას N6-ში და ნუცუბიძის I მ/რ-ის N5-6 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა. სამუშაოების შედეგად, დაზიანებული საფარის დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიებზე მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ბეტონის ბორდიური და დაიგო ასფალტის საფარი.

შიდა კვარტალური გზა ნუცუბიძის I მიკრორაიონში 1200-მდე კვ.მ ფართობზე განახლდა, საჯაიას ქუჩაზე კი გზის საფარი 700-მდე კვ. მ. ტერიტორიაზე მოწესრიგდა.

ასევე, პოლიტკოვსკაიას N6-ში 600-მდე კვ. მ რეაბილიტირდა, რის შემდეგადაც გზებზე გადაადგილება კომფორტულადაა შესაძლებელი.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

ნუცუბიძის I მ/რ-სა და პოლიტკოვსკაიას N6-ში გზების რეაბილიტაციის პროექტები, გამგეობის დაკვეთით, შპს “ლუკრიმ” განახორციელა. იგივე სამუშაოები კი საჯაიას ქუჩაზე შპს “ვეკომ” შეასრულა.

Comments
Loading...