ვაკის რაიონის გამგეობის 2021 წლის ექვსი თვის ანგარიში

19

ვაკის რაიონში მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა. კერძოდ, მოეწყო და რეაბილიტირდა 2 დასასვენებელი სივრცე, 3 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო 80 ნერგი, 697 მისამართზე კი, გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგება და ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 2 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, 2 მისამართზე კი სამუშაოები უკვე დასრულდა. ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში ასევე, სხვადასხვა მისამართზე 34 987კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა; ერთ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო; 5 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, 100 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. მათ შორის: რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 ლიფტს; წყალარინების ქსელი 14 მისამართზე განახლდა; ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 32 მისამართზე გამოიცვალა;

ვაკის გამგეობის მიერ 2021 წლის იანვარ-ივნისში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 7 677 576 ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...