ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოებას განაგრძობს

ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად, ლიფტის რეაბილიტაცია წყნეთის ქ. N14-ში დასრულდა.

8

სამუშაოების განხორციელების შედეგად, როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინა და სხვა დეტალები გამოიცვალა. გარდა ამისა, ამავე მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. უსაფრთხოების მიზნით, 18 მეტრი სიგრძის და ხუთი მეტრი სიმაღლის ბეტონის კედელი ფერდობის ჩამოშლას შეუშლის ხელს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...