ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე სხვადასხვა უბნის ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოქალაქეთა სხვა საჭიროებებზე დავით კვინიკაძე ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას მცხოვრებლებს, კერძოდ კი 17 ამხანაგობის თავმჯდომარეს შეხვდა. სხვადასხვა საჭიროებებზე გამგებელი ვაჟა-ფშაველას N48, N50, N52, N54, N58, N64 და ყაზბეგის N43, N43ა, N47, N47ა, N47ბ, N49, N49ა, N51, N51ა, N53, N55-ის მოსახლეობას გაესაუბრა.
გარდა ამისა, შეხვედრები აბაშიძის N14, N14ა, N16, N20, N22, N22ა, N24, N24ა-ს და ყიფშიძის N9ბ, N10, N12ბ, N14, N16-ს ამხანაგობების თავმჯდომარეებთანაც შედგა. გამგებელი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის სხვადახვა საჭიროებებს და მათთან ერთად ამ საკითხების მოგვარების გზები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება და ვაკის რაიონის ყველა უბანს მოიცავს.