ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ამხანაგობებთან შეხვედრებს განაგრძობს

ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს. სხვადასხვა საკითხებზე და საჭიროებებზე დავით კვინიკაძე რამიშვილის N2-ის, აბაშიძის N31-ის მცხოვრებლებს, ასევე ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N1, N2, N3, N4, N10ა, N10ბ, N33, N34, N35, N36 კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

10

შეხვედრებზე გამგებელმა და გამგეობის სხვა წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დეტალებზე იმსჯელეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ვაკის რაიონში არსებულ ყველა ამხანაგობას მოიცავს.

Comments
Loading...