ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხვდება

13

ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ სხვადასხვა უბნის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო.

ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოქალაქეთა სხვა საჭიროებებზე დავით კვინიკაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშიძის N17-ის, ფალიაშვილის N33-ის, ფალიაშვილის N38-ის, აბაშიძის N21-ის, ფალიაშვილის N35-ის, ფალიაშვილის N36 და ფალიაშვილის N36ა-ს ამხანაგობების თავმჯდომარეებს გაესაუბრა. გარდა ამისა, დავით კვინიკაძე წყნეთის ქუჩის N1, N2, N2-ა, N3, N4, N4ა, N6ა, N13, N14-ის ამხანაგობების თავმჯდომარეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა.

გამგებელი აღნიშნულ კორპუსებში არსებულ საჭიროებებს დეტალურად გაეცნო, ადგილზე დაათვალიერა ის ლოკაციები, რის შესახებაც თავმჯდომარეებს გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ.

ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები გაგრძელდება და ვაკის რაიონის ყველა უბანს მოიცავს.

Comments
Loading...