ვაკისნუცუბიძის IV მ/რ-ის N13, N14, N15 კორპუების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N13, N14, N15 კორპუების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედანი, სკვერში ასევე, განთავსდება სხვა ურბანული ავეჯი.
პროექტის ღირებულება 52 602 ლარს შეადგენს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.