ვაკეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12

ვაკის რაიონის გამგეობა კორპუსების ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად, ლიფტის რეაბილიტაცია მიქელაძის N3-ში არსებულ კორპუსში დასრულდა. გამოიცვალა, როგორც მექანიკური ნაწილები, ისე კაბინა და სხვა დეტალები.
ლიფტის განახლებისთვის, დაახლოებით, 27 000 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, კეკელიძის N23-ში კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 24 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ საჭიროებაზე გაესაუბრა.

ლიფტების და სახურავების სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

Comments
Loading...