ვაზილ ჰუდაკი: სახელმწიფო რესურსები ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის

5

საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხვის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რესურსები არ ჰყოფნის. ამის შესახებ მან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენისას განაცხადა.

“ამ პროცესში ყველა გამოწვევაზე სასაუბროდ ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი. სხვადასხვა გამოწვევები და საჭიროებები შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო რესურსები არ არის საკმრისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად; სწორედ ამიტომ სხვა რესურსების მობილიზებაა საჭირო. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმარების გზით, სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას საჯარო და კერძო სექტორებს პარტნიორობის გზითაც ვხედავ, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება”, – განაცხადა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში პრემიერის მრჩეველმა.

Comments
Loading...