ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

3

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 981 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 21.6%-ით გაიზარდა იმპორტი და დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 მილიარდ 047 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.

Comments
Loading...