ექსპერტები აცხადებენ, რომ სინთეტიკური ქიმიკატები აზიანებს ბავშვის ტვინს და სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს

6

სინთეტიკური ქიმიკატები, რომლებსაც ფტალატებს უწოდებენ, აზიანებს ბავშვთა ტვინის განვითარებას და ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სამომხმარებლო პროდუქტებში. ამის შესახებ პროექტ TENDR-ის მეცნიერთა და ჯანდაცვის პროფესიონალების ჯგუფი აცხადებს.

პროექტი TENDR, რომელიც გულისხმობს გარემოს ნეირო განვითარების რისკების შემცირებას, არის მოხალისე მეცნიერთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და ბავშვთა ადვოკატთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ ბავშვების ნეიროტოქსიკური ქიმიკატებით და დამაბინძურებლების ზემოქმედების შესწავლასა და შემცირებაზე.

“ის, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდა, არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების ყურადღების გამახვილება ფტალატების აღმოფხვრაზე,”, – თქვა წამყვანმა ავტორმა სტეფანი ენგელმა.

“ახლა ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ვიზრუნოთ ამ ქიმიკატების გავლენაზე ბავშვის ყურადღების, სწავლისა და ქცევითი აშლილობის რისკზე,” – თქვა ენგელმა, ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში.

CNN-თან კომენტარი გააკეთა აგრეთვე კომერციული ასოციაციის ამერიკული ქიმიის საბჭომ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვამხნევებს ფტალატების უწყვეტი კვლევითი ძალისხმევები, ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ კვლევების ინტერპრეტაციით, რომლებმაც არ დაადგინეს მიზეზობრივი კავშირი ფტალატებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის”, – თქვა ეილინ კონლიმ, ACC-ის ქიმიური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების განყოფილების უფროსმა დირექტორმა.

Comments
Loading...