ექსპერტების აზრით, საკვების და საკვების შეფუთვის მეშვეობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოვიდ-19 გავრცელდეს

5

ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკვები და სასმელების შეფუთვა იწვევდეს Covid-19-ის გავრცელებას, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს.

“მომხმარებლებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ამჟამად არსებული სარწმუნო სამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გამყარებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონსენსუსით, რომ საკვები, რომელსაც ისინი მიირთმევენ და საკვების შეფუთვა, რომელსაც ეხებიან, არ იწვევს. SARS-CoV -2-ის გავრცელებას,” – ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.

სამმა სააგენტომ განაცხადა, რომ მათ სურთ გამოკვეთონ სანდო მტკიცებულებების არარსებობა, რომ საკვები, ან საკვების შეფუთვა ასოცირდება ვირუსის გადაცემასთან.

FDA-ის განცხადებით კი, კოვიდ-19 არის რესპირატორული დაავადება, განსხვავებით საკვები ვირუსებისგან, რამაც შეიძლება ადამიანი ავად გახადოს დაბინძურებული საკვების საშუალებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა, რომლებიც თეორიულად შეიძლება მოგხვდეთ ზედაპირზე შეხებით, ძალიან მცირეა.

“COVID-19-ის 100 მილიონზე მეტი შემთხვევიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვნახეთ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საკვები, ან საკვების შეფუთვა წარმოადგენს SARS-CoV-2 ადამიანზე გადაცემის წყაროს”.

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობის შესახებ შეფუთული, გაყინული საკვების საშუალებით, მაგრამ CDC და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

Comments
Loading...