ექსკლუზიური არხები საჩუქრად სილქ ტვ-ის ყველა აბონენტს!

265

სილქნეტისგან საჩუქრები გრძელდება! სილქ ტვ-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები, ექვსი თვის განმავლობაში, საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.

შემეცნებითი და კინო არხების მიმართულებით, სილქ ტვ საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია. Amedia-ს და Fox-ის არხებზე წამყვანი სერიალების მსოფლიო პრემიერები გადის, ხოლო National Geographic-ის არხებზე National Geographic საქართველოს გამოცემაში წაკითხულ ისტორიების ნახვაა შესაძლებელი.

"რაც მთავარია, სილქნეტი ექსკლუზიურად ტრანსლირებს სილქ არხებს – გვაქვს ოთხი სპორტული არხი ყველა წამყვანი ჩემპიონატით, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და ევროპა ლიგა მხოლოდ ჩვენთან გადის.

სილქის კინო არხებზე ყველაფერია: ჰოლივუდის ახალი ფილმები, ინდი კომედიები და საკულტო შედევრები. რაც მთავარია, ამ ფილმების ყურება შესაძლებელია როგორც ქართულად, ისე ორიგინალში", – განმარტეს სილქნეტში.

სილქ სპორტები ლუქს პაკეტის მქონე აბონენტებთან ავტომატურად გააქტიურდება, ყველა სხვა აბონენტს კი ათეულობით დამატებით კინო, შემეცნებით და საბავშვო არხზე გაეხსნება წვდომა.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე http://silknet.com/?module=news&id=141&type_id=1&language=ge ან დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100

Comments
Loading...