ესპანეთი Brexit-ის შეთანხმების დაბლოკვის მუქარით გამოდის

42

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი ხმას მისცემს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის (Brexit) წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ გიბრალტართან დაკავშირებით ცვლილებები არ იქნება შეტანილი.

“გიბრალტარის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი უნდა წარიმართოს ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის”, – აცხადებს პრემიერი.

ესპანეთი არ აღიარებს დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტს გიბრალტარზე და აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს მხოლოდ ქალაქის გამაგრებული პერიმეტრი ეკუთვნის, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე შეთანხმება არ მოქმედებს.

აქამდე, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმების ტექსტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ეხება. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. მოლაპარაკებები კი, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პირობების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Comments
Loading...