ერ-რიადის განცხადებით, აუცილებელია ნავთობის დღიური მოპოვების მილიონი ბარელით შემცირება

48

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიხმა, აბუ-დაბიში, საერთაშორისო სანავთობო გამოფენისა და კონფერენცია ADIPEC 2018-ის ფარგლებში განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ნავთობის დღიური მოპოვება მილიონ ბარელამდე გაიზრდოს.

მისი თქმით, ამას ეთანხმებიან ოპეკის წევრებიც და მათი მოკავშირეებიც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნის შემცირების გამო, დეკემბერში საუდის არაბეთი აპირებს, რომ ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, დეკემბერში ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ბარელით მეტი ნავთობი მოიპოვოს.

ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპეკისა და ოპეკი+ ის ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელები 11 ნოემბრის ფორუმის გარეთ შეთანხმდნენ, რომ ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ დაბალანსდეს ბაზარი და შეჩერდეს ფასების დაცემა.

ივნისში გამართულ სამიტზე, ოპეკის წევრებმა და სხვა მსხვილმა ექსპორტიორებმა გადაწყვეტილება მიიღეს იმის შესახებ, რომ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას დღეში მილიონი ბარელი ნავთობით, რაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გასტანდა. თუმცა, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ირანმა მიმართა ერ-რიადს და მოსკოვს მოთხოვნით, რომ შემცირდეს ყოველდღიური მოპოვება მილიონი ბარელი ნავთობით, ვინაიდან ტემპების აჩქარების შედეგად, ფასები 15 აშშ დოლარით დაეცა.

Comments
Loading...