ეროვნული ბანკი: ინფლაცია 2022 წელსაც მაღალი იქნება

14

2022 წლის მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა 6%-ზე მაღალი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის მარტიდან ინფლაციის მნიშვნელოვან შემცირებას არ უნდა ველოდოთ.

“პესიმისტური მოლოდინის მიზეზი საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებული ნავთობი და ხორბალია, რომლის გამოც ეროვნული ბანკი მომავალი წლის ინფლაციის პროგნოზს ზრდის”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...