ერიკა კვაპილოვა: ქალები, კაცებისგან განსხვავებით, აწყდებიან სხვადასხვა ასპექტში განსხვავებულ პრობლემებს

23

6 მარტს “ჯიპიაი ჰოლდინგმა” და ქალთა ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც მოიცავდა ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებული შეთავაზებების განხილვასა და და ქალთა მეწარმეობის დაზღვების კუთხით ცნობიერების ამაღლებას.

გაეროს ქალთა პრგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერდა “ჯიპიაის” პროექტს და ისაუბრა ზოგადად ქალების დაბრკოლებებზე ბიზნესის სფეროში.

“ ჩემი სახელია ერიკა კვაპილოვა და მე ვარ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია პაატასთან თანამშრომლობა და ამ მნიშვნელოვანი სიახლის წარდგენა თქვენთვის, რომელიც ეხება ქალებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალინ სასიამოვნო საჩუქარია ქართველი ქალებისთვის. რამოდენიმე დღის წინ იყო ქალთა საერთაშორისო დღე და მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს. ჩვენი თამამშრომლობა “ჯიპიაი ჰოლდინგთან” როგორც პაატამ აღნიშნა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. “ჯიპიეი” ეხმარება ქალებს საქართველოში, რომ თავიანთ ბიზნესში რაც შეიძლება ცოტა დაბრკოლება შეექმნათ.

“ჯიპიეი” იქცევს ისეთი ქალების ყურადღებას, რომელებიც არიან დამსაქმებლები, მყიდველები და ცდილობს მათი საქმიანობა აქციოს უფრო პროგრესულად. ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაცია ცდილობს გვერდით დაუდგეს მეწარმე ქალბატონებს ეკონომიკურად და ასევე ბევრი სხვა მიმართულებით. “ჯიპიაი” არის ძალიან კარგი მაგალითი მხარდაჭერის ქალების ფინანსური ჩართვის მხრივ და ასევე მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.

როგორც პაატამ აღნიშნა, ქალები კაცებისგან განსხვავებით აწყდებიან სხვადასხვა ასპექტში განსხვავებულ სახის პრობლემებსა და რისკებს და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს “ჯიპიეი”. ქალების დაბრკოლებები ბიზნესში საჭიროებს დაკვირვებას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახური სიტუაციისგან ან გარემოსგან. გლობალური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქალებს მეტად აქვთ ცნობიერება ამაღლებული პოტენციური რისკების შესახებ და ბევრად თავისუფლები ყიდვა- გაყიდვის ბაზარზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

ეს ყველფერი “ჯიპიეის” პროექტს უფრო საჭიროსა და მნიშვნელოვანს ხდის.ბოლოს, რაც მინდა აღვნიშო არის, ის რომ ეს პროექტი არ ემსახურება მხოლოდ რისკების მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ეს პროექტი პირდაპირპროპორციულად ემსახურება მეწარმე ქალების გამხნევებას, ვისურვებდი რომ ამ მხრივ კიდევ ბევრ კომპანიას მიეღო მონაწილეობა”- განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

Comments
Loading...