ერთობა ახალი საქართველო კახა კალაძეს დებატებში იწვევს

307

მმართველი გუდის მერობის კანდიდატს იდეების მოპარვაში ადანაშაულებენ. "ერთობა ახალ საქართველოში" აცხადებენ, რომ კალაძე ერთი ერთში იმორებს გიორგი ვაშაძის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს. მათი თქმით გუშნდელ პრეზენტაციაზე წარდგენილი იდეა – თბილისის თანაბრად განვითარების შესახებ რამდენიმე საათში კახი კალაძის საარჩევნო მესიჯებში აღმოჩნდა.

"სახელისუფლებო კანდიდატს, მას შემდეგ რაც ჩვენ გავაჟღერებთ, მეორე დღესვე გადააქვს მესიჯები თავის წინასაარჩევნო კაპანიაში. და ეს არ არის პირველი შემთხვევა. გუშინ, ჩვენ წაარვადგინეთ თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაზე, სადაც მან ისაუბრა იმის სესახებ, რომ თბილისის ყველა უბნი უნდა იყოს თანაბარი განვითარების.  თუმცა, მოგვიანებით იგივე მესიჯი ვნახეთ კახი კალაძის სააჩევნო დაპირებებში.

თითოეული ჩვენი მესიჯის უკან, დგას დიდი შრომა და კარგად დამუშავებული სტრატეგია. ეს არ უნდა იყოს გაშლილი მხოლოდ სათაურის დონეზე და საარჩევნო რიტორიკისთვის.

თუ ბატონი კალაძე მართლაც თვლის, რომ ამ კონკრეტულ საკიტხებთან დაკავსირებით, გააჩნია შესაბამისი პროგრამა, ვთავაზობთ მას დებატებს. მზად ვართ ნებისმიერი ფორმით მასთან დებატებისთვის, სადაც გამოჩნდებ, თუ ვინ როგორ აპირებს ამ პრობლემატურ საკიტხებზე მუშაობას", – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ეს განცხადება დღეს  გამართულ ფრიფინგზე გააკეთეს, სადაც "ერთობა ახალი სქართველოს" სპიკერად,  ნიკოლოზ ვაშაკიძე წარადგინეს.

Comments
Loading...