“ერთობა – ახალი საქართველოს” ლიდერი დუბაიში “ჰარვარდის კურსდამთავრებულთა სამიტს დაესწრო

353

"ერთობა – ახალი საქართველოს" ლიდერი დუბაიში "ჰარვარდის კურსდამთავრებულთა სამიტს დუბაი 2017-ს დაესწრო. სამიტზე იმ ინოვაციებსა და გამოგონებებზე იმსჯელეს, რომელიც დუბაიში ხორციელდება.  გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოშიც მოეწყოს მსგავსი ტიპის დისკუსიები, რადგან ეს  საქართველოს გაჭირვების დაძლევაში დაეხმარება.

"დუბაიში „მომავლის ფონდში" მსჯელობენ იმ ინოვაციებზე, რაც ქვეყანაში ხორციელდება. ყველა ასეთი მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ვიცოდეთ სად არის თანამედროვე განვითარების სტანდარტები, საით მიდის განვითარებული მსოფლიო.  არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელსაც ნავთობი აქვს რეგიონში ინოვატორი იყო. დუბაი არის მსოფლიოს სასწაული. რეგიონისთვის ის არის თანამშორომლობის ცენტრი, თუცმა ისინი ხვდებიან რომ მხოლოდ ნავთობითა და მაღალი შენობებით მომავალში წარმატებას ვერ მიაღწევენ და სწორედ ამიტომ სურთ, რომ იყვნენ  ტექნოლოგიური სიახლეების სათვეში.

აქ არის ისეთ პროექტებზე საუბარი როგორიც არის მწვანე ქალაქი,  ჰაერის გასუფთავება,  ქალაქის მართვა და მართვის სისტმის გაუმჯობესება. მათი მთავარი იდეაა იყვნენ განვითარების სათავეში. ჩვენც ორი არჩევანი გვაქვს ან ვიქნებით მაჩანჩალა ან ვიქნებით  განვითარების სათავში. მე იმედი მაქვს რომ  საქართველოში ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ გავარღვიოთ ეს გაჭირვების მოჯადოებული წრე", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...