“ენერგო-პრო ჯორჯია” კვლავ საგანგები რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

37

საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მცირე ხნიანი, რამდენიმე წუთიანი შეზღუდვები დაფიქსირდა სხვადასხვა რაიონში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მიმდინარე საარჩევნო პროცესისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ტექნიკური სამსახური, რეაგირებას ოპერატიულად ახდენს, შესაბამისად რამდენიმე წუთში ხდება პრობლემის აღმოფხვრა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. საგანგებოდ დანიშნულ მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი აქვთ საარჩევნო უბნებთან. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, თუ კვლავ მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, მობილიზებულია ასევე შესაბამისი ტექნიკაც.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცეესკოს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექვთ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაშია გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.

Comments
Loading...