ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მომხმარებელთათვის სემეკმა ტიპური განაცხადის ფორმები შეიმუშავა

364

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისათვის განაცხადების ტიპური ფორმები შეიმუშავა. ფორმები ასახავს ყველა მოთხოვნას, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა გააჩნდეს კომპანიის მიმართ და მათი გამოყენება რეკომენდირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნის სწორედ დაფიქსირებისათვის.  

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის განაცხადის ტიპური ფორმებით სარგებლობა სარეკომენდაციოა. ამასთანავე, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს მომხმარებლის მიერ შეტანილი ტიპური განაცხადის ფორმა, გასცეს განაცხადის რეგისტრაციის ნომერი და მომხმარებელს გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადის რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით.

განაცხადის ტიპური ფორმები განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე, სათაურით „განცხადების ტიპური ფორმები მომხმარებელთათვის“ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.  

http://gnerc.org/ge/ganatskhadebis-tipuri-formebi

Comments
Loading...