ელ-სალვადორში ბიტკოინის ქალაქი აშენდება

5

ელ სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე ბიტკოინის ქალაქის აშენებას და მსოფლიოში პირველი ბიტკოინის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ბიტკოინის ქალაქი გათავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან. ქალაქი კონჩაგუას ვულკანის გვერდით აშენდება – ის გახდება მაინინგის ენერგიის წყარო.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიების პროვაიდერის, Blockstream-ის სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა, სამსონ მოუმ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ელ სალვადორი თავდაპირველად ბიტკოინით მხარდაჭერილ 1 მლრდ დოლარის ობლიგაციას გამოუშვებს, რათა დაგეგმილი ქალაქის მშენებლობისთვის თანხების მიზიდვა დაიწყოს.

თანხების ნახევარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბიტკოინის მაინინგზე. ობლიგაციების გამოშვება 2022 წელს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ელ სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის საშუალებად დააკანონა.

Comments
Loading...