შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რაც იწვევს დეფიციტს და საჭირო ხდება ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოპლატფორმა ავრცელებს.
საქართველო იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ახორციელებს.
არსებული მზარდი დეფიციტის დაფარვის ოპტიმალური ვარიანტია, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ჰიდრორესურსებზე მომუშავე, გენერაციის ახალი ობიექტების – ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.