ეკონომისტი: ვალების ჩამოწერას არანაირი დადებითი მაკროეკონომიკური ეფექტი არ აქვს

37

ამგვარად აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ვალების ჩამოწერის სახელმწიფო პროგრამას.

“ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა დაპირების სახით აგებული იყო ტყუილზე. ამაშია პრობლემა. ან პირველი ის რომ 600 ათას ადამიანს არ ეხება და ასი ათასობით ნაკლებ ადამიანს ეხება.

და მეორე, არანაირი მაკროეკონომიკური დადებითი ეფექტი ამას არ აქვს. ფიზიკურად ვერ მოიცავს ესეთი რაღაც 600 ათას ადამიანს,” – განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა “კურიერთან”.

ცნობისთვის, საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდ-ნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ.

Comments
Loading...