ეკონომისტი:მთავარი უპასუხისმგებლო მევალე საქართველოში საქართველოს მთავრობაა,რომელიც უაზროდ იღებს სესხებს

71

“მთავარი უპასუხისმგებლო მევალე საქართველოში არის საქართველოს მთავრობა რომელიც უაზროდ იღებს სესხებს და საგარეო ვალი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 44%-ს შეადგენს”, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

“აქტივობა ეკონომიკური აუცილებლად შემცირდება. პირველ რიგში პრობლემები გაჩნდება იმ სავაჭრო ობიექტების მიმართ , რომლებიც განვადებით ყიდიან ძირითადად საქონელს და მომსახურებას.

რეგულაციების მიმართულება არ არის სწორე. იმიტომ რომ მთავარი უპასუხისმგებლო მევალე საქართველოში არის საქართველოს მთავრობა რომელიც უაზროდ იღებს სესხებს და საგარეო ვალი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 44%-ს შეადგენს . ამას ემატება შიდა ვალი და პლუს ამას ყველაფერს ემატება საპენსიო რეფორმა რომელიც ამოქმედდა,” – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ “კურიერთან”.

Comments
Loading...