ეკატერინე მიქაბაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

238

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ეკატერინე მიქაბაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე მიქაბაძე ასევე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გარდა ამისა, ის ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

ეკატერინე მიქაბაძეს ეკონომიკური მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი იაპონიაში, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა.

Comments
Loading...