ეთერიუმის ღირებულებამ $4 000-ს მიაღწია

4

CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა  4,000 აშშ დოლარს მიაღწია. ციფრული მონეტის ფასის ზრდა უკავშირდება როგორც მის ძირითად განახლებას, ასევე კრიპტოვალუტების ბაზრის კვლავ აღდგენას.

6 სექტემბრის 10:30 საათისათვის კრიპტოვალუტის ღირებულება, ბოლო 24 საათში 1.84%-იანი ზრდის შემდეგ, 3,938.32 აშშ დოლარს შეადგენს.

ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკუინზე ფართო გამოყენება ექნება.

ექსპერტების აზრით, ეთერიუმის ფასის ზრდის მაღალ ტემპს, ასევე ეთერიუმის ბლოკჩეინის მოდერნიზება განაპირობებს, რამაც დეცენტრალიზებულ სივრცეში ეთერიუმის ბლოკჩეინს, მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ანიჭებს.

Comments
Loading...