ევროსაბჭომ, ყირიმის ხიდის აშენების გამო, 6 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

94

ევროსაბჭომ, ყირიმის ხიდის აშენების გამო, 6 რუსული კომპანიის წინააღდეგ სანქციები დააწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ივლისს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიტიკური არაღიარების ფარგლებში, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას ითვალისწინებს, კერჩენსკის ხიდის მშენებლობა, როგორც ქმედება, ძირს უთხრის დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ხიდის მშენებლობა და მისი ოფიციალური გახსნა, რაც 15 მაისს მოხდა, გავრცელებული განცხადების მიხედვით, წარმოადგენს, რუსეთის კონტროლის გაძლიერების სიმბოლურ, საკვანძო ნაბიჯს, რომელიც ნახევარკუნძულის უკრაინის ტერიტორიისგან იზოლაციას გულისხმობს.

Comments
Loading...