ევროპული გაზის ღირებულებამ უკრაინისთვის ბოლო 3 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

26

2018 წლის ნოემბერში, ევროპიდან უკრაინაში იმპორტირებულმა გაზის ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 339 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო სამი წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლოჯერ იმპორტულ გაზზე ასეთი ღირებულება 2015 წლის დასაწყისში დაფიქსირდა. გაზის საშუალო ფასი 2015 წლის ინავარში საშუალოდ 358 აშშ დოლარს აჭარბებდა ათას კუბურ მეტრზე.

აგვისტოს მიწურულს კომპანიამ „ნაფტოგაზ უკრაინამ“ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკვე გამოიყენა 1000 დღის სამყოფი გაზი შესყიდვის გარეშე რუსული „გაზპრომისგან“. იმის გამო, რომ რუსული გაზი არ მიეწოდება უკრაინას, იგი მას რევერსით ყიდულობს, ევროპის ქვეყნებისგან.

ამავდროულად, ნოემბერში კომპანიამ “უკრტრანსგაზ” განაცხადა, რომ უკრაინაში გაზის მოპოვების მოცულობამ ბოლო ოთხი წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დღეში 59 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

Comments
Loading...