ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში რეკორდულად დაბალი ზრდა დაფიქსირდა

159

გერმანიის მშპ მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა. ეს კი 2013 წლიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და ამასთან, ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მცირდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ეკონომისტების მოსაზრებით, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა უახლოესი თვეების განმავლობაში ისევ დადგება ფეხზე, თუმცა მის ზრდას რამდენიმე საფრთხე ემუქრება. პირველ რიგში ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში იმპორტირებულ ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე საბაჟო გადასახადები დააწესა.

როგორც Financial Times წერს, გერმანიის ეკონომიკაზე გავლენა აგრეთვე მოახდინა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა. კომპანიებმა Daimler და Volkswagen უკვე განაცხადეს შემოსავლების შემცირების შესახებ, რაც, მათი განცხადებით, ახალი ეკოლოგიური სტანდარტების დაკმაყოფილებას ეხება.

გერმანია ევროპის ეკონომიკის მთავარი ძრავა იყო. ევროზონის ყველა ქვეყნის (19 სახელმწიფო, 28 დიდ ბრიტანეთთან ერთად) საერთო მშპ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა, რაც 2013 წლიდან მოყოლებული აგრეთვე მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

Comments
Loading...