ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დისტანციური მუშაობის უფლება ოფიციალურად დაკანონდება

3

პანდემიის ორ წელზე ნაკლებ დროში დისტანციური მუშაობა მილიონობით ევროპელისთვის ყოველდღიურობად იქცა.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი რეგულარულად სახლიდან მუშაობდა. ზოგიერთ ქვეყანაში ეს რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა ბოლო 18 თვის განმავლობაში.

ფინეთს, ლუქსემბურგს და ირლანდიას აქვთ კონტინენტზე დისტანციური მუშაკების ყველაზე მაღალი წილი, ადამიანების 20 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ სახლიდან მუშაობს.

lack–ის მიერ ამ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გაერთიანებული სამეფოს დასაქმებულთა თითქმის მესამედს დისტანციურად მუშაობა სურს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე მოეთხოვებათ შრომით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. დისტანციურად მუშაობის კანონმდებლობაში შეტანა იგეგმება შემდეგ ქვეყნებში:

გერმანია

პორტუგალია

ირლანდია

რუსეთი

გაერთიანებული სამეფო

საფრანგეთი.

Comments
Loading...