“ევროპა დონა საქართველომ” სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალი მაგიდა გამართა

273

სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტი" ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველომ", საინფორმაციო კამპანიის "სამიზნე სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა  სამუშაო ფორმატში მოეწყო, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის,  ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს  წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია მონაწილეობდნენ.

"ჰერცეფტინის პროგრამა ჩვენი ძალისხმევით მთავრობამ განახორციელა და პაციენტებს ამით სიცოცხლის შანსი მისცა, რაზედ დიდ მადლობას ვუხდით. დღეს ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი, იმუნოჰოსტო ქიმია (ძვლების ქიმია) , მთელი რიგი პრეპარატების ჩამონათვალი არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.  ასევეე შუალედური კვლევები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა საკმაოდ ძვირადღირებულია და მათი დაფინანსება ფაქტიურად არ ხდება.

ეს არის კონტროლი, რათა დაავადება არ დაბრუნდეს და ჩვენი ჯანმრთელობას ხელახალი საფრთხე არ შეუქმნას. ეს აუცილებელია და საკმაოდ ძვირად ღირებული, რაც რამდენიმე ათას ლარს აღემატება. ზოგადაგ ეს ვორკშოფი არის  იმის მაჩვენებელი რომ ყველამ ერთად უნდა ვითანამშრომლოთ და სწორედ,  ეს თანამშრომლობა იქნება  გამარჯვების საწინდარი. ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად დავამარცხებთ ამ დაავადებას ყოველშემთხვევაში თუნდაც იმ გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელს რომელიც არის დღსდღეობით იმას დავწევთ დაბლა," – აღნიშნავს "ევროპა დონა საქართველომ" ანა მაზანაშვილი.

ღონისძიების მიზანს, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2017 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების  წარდგენა). ამასთან,  არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა  ძუძუს კიბოთი დაავადებულ ყველა ქალბატონს მიეცეს სიცოცხლის შანსი.

"ორ ძვირადღირებულ წამალსაც ვაფინანსებთ. შედეგები ძალიან კარგია. მიმართვიანობა ასაკის მიხედვით ძალიან დაბალია  და მოუწოდებ მოსახლეობას, რომ ეს რაც დადგენილია  სკრინინგი გაიარონ  ეს გამოკვლევები შემდგომში თუ რაიმე  იქნა მათ სახელმწიფო თბილისის მუნიციპალიტეტი  დაუდგება მხარში და  პრაქტიკულად ისინი დაფინანსებულები იქნებიან", – განმარტავს  საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.

"ეს არის დაავადება, რომელიც 100% უნდა ფინანსდებოდეს, რადგან ძალიან ძვირიანი პრეპარატები, რომელიც აღნიშნულს დაავადებას უმკლავდება.  თვითონ ონკოლოგია რის ისეთი დაავადება და დაავადების პროცესში იმდენად უძლურია ადამიანი  ფიზიკურად მუშაობაც არ შეუძლია ათასი გართულებები აქვს. ქიმიო თერაპია შემდეგ ძალების აღდგენა და რეაბილიტაცია რთულად ხდება. ცხოვრების წესი იცვლება  და ახალი ცხოვრების წესი შემოდის. ძალიან კარგია რომ ფინანსდება, არ ფინანსდებოდა ეს ადრე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის სახელმწიფოს , ჯანდაცვას, მერიას  ყველას", – გვითხრა პაციენტმა თამარ ნიშნიანიძემ.

განხილულ საკითხებს შორის მნიშვნელოვან პრობლემად, სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, არასრულყოფილი დაფინანსება რეგიონებში, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა და სხვა დასახელდა. საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და გამოიკვეთა კონკრეტული მიზნები, რაც შესაბამისობაში იქნება ჯანდაცვის მიმართულებით დღეს არსებულ რესურსებთან.

ცნობისათვის, 2016  წლიდან ადრეული  ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატი ჰერცეპტინით  ფინანსდება  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ. თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს. 2017 წელს ევროპა დონა აგრძელებს მუშაობა.

ექიმებთან, პაციენტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლის მიზანსაც მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, 2017 წლიდან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატებით (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინიბი) ფინანსდება  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მიერ. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს.

Comments
Loading...