ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

4

ევროპაში გაზის ფასები ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 050 აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე გაზის ღირებულება 1 051 აშშ დოლარს შეადგენს.

გაზის ფასის შემცირებაზე გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურის დათბობა. ამასთან, რეგიონში ქარის სეზონის პერიოდში მწვანე ენერგიის გამომუშავება უფრო მარტივდება.

JP Morgan Chase & Co- ს ანალიტიკოსების აზრით, თუ ჰაერის ტემპერატურა პროგნოზირებულზე მაღალი იქნება, გაზის ფასი კვლავ დაეცემა.

ევროპის ქვეყნებმა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის გატანა გასულ კვირას დაიწყეს.

ზამთრის სეზონის წინ მარაგმა ისტორიულ მინიმუმს, 77,13%-ს პირველად მიაღწია.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Comments
Loading...