ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა

9

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 951,3 აშშ დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ შემცირდა და 945 აშშ დოლარამდე დაეცა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

“ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...