ევროკომისიამ Apple-ს სერვის Shazam-ის შესყიდვის უფლება მისცა

52

ევროკომისიამ კომპანია Apple-ს, მელოდიისა და გამოსახულების ამომცნობი სერვისის Shazam-ის შესყიდვის უფლება მისცა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ ამერიკულ კომპანია Apple-ს, ევროკავშირის კანონების დაცვის ფარგლებში, სერვის Shazam-ის შესყიდვის ნება დართო, ვინაიდან კომისიას მიაჩნია, რომ ეს ქმედება არ გამოიწვევს ციფრული მუსიკის სტრიმინგის კონკურენციის შეზღუდვას.

შესაბამისი შეთანხმება 2017 წლის დეკემბერში გაფორმდა. მაშინ რეგულატორის მიერ იქნა დადგენილი ის ქვეყნები, რომლებსაც აღნიშნული საკითხი უნდა შეესწავლა, ეს ქვეყნები იყო ავსტრია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ნორვეგია, ესპანეთი და შვეიცარია.

აღნიშნული ქვეყნებს ეჭვი ჰქონდა, რომ Apple-ის მიერ სერვის Shazam-ის შესყიდვა გამოიწვევდა ისეთი მომსახურებების მუშაობის შეზღუდვას, როგორიც არის Spotify, Pandora და YouTube. კომპანია Apple-ს განვითარების გეგმის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია.

Comments
Loading...