ევროკომისიამ, ფულის გათეთრების მაღალი მაჩვენებლის გამო, საუდის არაბეთი და პანამა შავ სიაში შეიყვანა

37

ევროკომისიამ, საუდის არაბეთი და პანამა დაამატა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ფინანსური ტერორიზმის სუსტი კონტროლისა და ფულის გათეთრების გამო, ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამჟამად, ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას აქვს ერთი თვე (დრო შესაძლოა გახანგრძლივდეს 2 თვემდე), იმისათვის, რომ დაამტკიცოს სია. აქამდე სააგენტო წერდა, რომ სიაში ამ ქვეყნების შეყვანის წინააღმდეგი იყვნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. Reuters-ი განმარტავს, რომ ერ-რიადი ევროკავშირში საქონლისა და იარაღის უმსხვილესი იმპოტიორია, როდესაც პანამა მნიშვნელობანი ფინანსური ცენტრია მთელს ლათინურ ამერიკაში და რომ ბევრი ევროპული კომპანია აქტიურად მოიხმარს ამ წყაროს.

შავ სიაში აგრეთვე შედის ამერიკული სამოა, ბაჰამის კუნძულები, ბოტსვანა, ჩრდილოეთ კორეა, ეთიოპია, განა, გუამი, ირანი, ერაყი, ლიბია, ნიგერია. პაკისტანი, პუერტო-რიკო, შრი-ლანკა, სირია, ტრინიდად და ტობაგო, ტუნისი, ვირჯინიის კუნძულები და იემენი. აქამდე მასში აგრეთვე შედიოდა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლაოსი, უგანდა და ვანუატუ, თუმცა მოგვიანებით ისინი ამოიღეს ამ სიიდან.

აღნიშნულ სიაში მოხვედრა, ქვეყანას, რეპუტაციის შელახვის გარდა, ურთულებს ევროკავშირისგან დაფინანსების მიღებას. კავშირის ბანკებს უწევთ დამატებითი შემოწმებების ჩატარება.

Comments
Loading...