ევროკავშირმა, ტერეზა მეის, Brexit-თან დაკავშირებით დოკუმენტის ხელახალ განხილვაზე უარი უთხრა

29

ევროსაბჭო ლონდონთან, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურასთან დაკავშირებით დათმობების შესახებ ხელახალ მოლაპარაკებებს აღარ გამართავს. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრებს აცნობა იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ბრექსითის შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დროს ბრიტანეთის პარლამენტში წარმოიშვა. მეიმ კი ევროკავშირს სთხოვა დამატებითი გარანტიები სთხოვა, რომელთა მეშვეობითაც იგი შეთანხმების პირობებს შეამსუბუქებდა და უფრო შემსუბუქდებოდა თემთა პალატის მიერ მისი დამტკიცების პროცესი. ამაზე კი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს.

დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებს, ტერეზა მეისთან იქნა შეთანხმებული. პირობების მიხედვით, ლონდონი კავშირიდან გასვლისთვის კომპენსაციის სახით გადაიხდის გარკვეულ თანხას. შეთანხმების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად არ ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის ინტერესებს და ისინი მის შემსუბუქებას, ან ევროკავშირთან ურთიერთობის პირდაპირ გაწყვეტას, რაიმე სახის შეთანხმების გაფორმების გარეშე ემხრობიან.

ამასთან, შეთანხმების მოწინააღმდეგეები არამხოლოდ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიიდან არიან, არამედ კონსერვატიული პარტიიდანაც, რომლის თავმჯდომარეც თავად ტერეზა მეია.

შეთანხმებამ უნდა გაიაროს რატიფიცირების პროცესი პარლამენტში. ბრექსითთან დაკავშირებული დავა უკვე იქცა ერთ-ერთ უდიდეს კრიზისად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. ხმის მიცემა, ტერეზა მეის განკარგულების მიხედვით გადაიდო. იგი 11დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ამის მიზეზი კი დეპუტატებს შორის უთანხმოება გახდა, ზოგიერთს საერთოდ მიაჩნია, რომ მისი რატიფიცირება არ მოხდება.

Comments
Loading...