ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

529

ევროსაბჭომ რუსეთის ეკონომიკის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, საქციები ექვსი თვის განმავლობაში, 31 იანვრიდან 2017 წლის ივლისამდე გაგრძელდება.

ევროპული ქვეყნების ლიდერებმა (ევროპის საბჭო სახელმწიფოს მეთაურთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებისგან შედგება) კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ურყევი პოზიცია, რომ რუსეთმა 2015 წლის თებერვალში მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად უნდა შეასრულოს.

ფორმალურად, სანქციების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას 15 დეკემბერს ევროსაბჭოს სამიტზე მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას ყველა ევროპული ქვეყნის მეთაური უჭერს მხარს.

თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება არ გაუმჯობესდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შესაძლოა ევროპის საბჭოს 22-23 ივნისს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელონ.

Comments
Loading...