ევროკავშირმა ისრაელი უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა

8

ევროკავშირმა ისრაელი უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა, შესაბამისად წევრ სახელმწიფოებს მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უსაფრთხო ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დღეიდან დაიწყება.

ევროკავშირისთვის უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

• ავსტრალია
• ისრაელი
• ახალი ზელანდია
• რუანდა
• სინგაპური
• ჩრდილოეთ კორეა
• ტაილანდი
• ჩინეთი ( ჩინეთიდან მოგზაურობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ხელისუფლება ასევე დაუშვებს ევროკავშირიდან ვიზიტორებს).

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭო კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას კვლავ ყოველ ორ კვირაში გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს.

Comments
Loading...