ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

6

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 ივნისს ბელარუსს დაუწესეს ახალი პერსონალური სანქციები.

ახალ, რიგით მეოთხე პაკეტში შედის 86 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის კანონმდებლები, პროკურორები, მოსამართლეები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ისინიც, ვინც მონაწილეობდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმაში მინსკის აეროპორტში 23 მაისს, რასაც ევროკავშირი საჰაერო მეკობრეობად აფასებს.

სანქციები დაუწესეს ლუკაშენკას ოჯახის წევრებსაც, მის ვაჟს და რძალს.

ევროპის კავშირმა ბელარუსს შეიძლება უკვე ამ კვირაში დაუწესოს ეკონომიკური სანქციები ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, 21 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

ეკონომიკურ სანქციებს განიხილავენ ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 24-25 ივნისს, თავიანთი სამიტის დროს.

ბორელს არ დაუკონკრეტებია, რა პროდუქციის გატანას შეეხება სანქციები.

Comments
Loading...