ევროკავშირმა აშშ მოგზაურობისთვის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

6

ევროკავშირმა აშშ-ს მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, რაც ნიშნავს, რომ აშშ-დან ევროპაში ჩასულ ვიზიტორებს მკაცრი კონტროლის გავლა, მაგალითად, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება და კარანტინი მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.

იგივე რეგულაცია შეეხება კიდევ ხუთ ქვეყანას: ისრაელს, კოსოვოს, ლიბანს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება მთელ ევროკავშირს ეხება, თუმცა გაერთიანება უფლებას უტოვებს ცალკეულ ქვეყნებს, თავად განსაზღვრონ საკუთარი სასაზღვრო პოლიტიკა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებულია 17 ქვეყანა, მათ შორისაა კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია და ა.შ.

Comments
Loading...