ევროკავშირი სანქციების მე-6 ტალღისთვის ემზადება

11

ამ კვირაში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს წარადგენს. ამის შესახებ Politico იტყობინება.

ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ნავთობის მიწოდებაზე. გარდა ამისა, შესაძლოა მოხდეს კიდევ რამდენიმე ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვა.

გამოცემა თავის ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ წინადადებებს ევროკავშირის ქვეყნებს განსახილველად გაუგზავნის.

ზუსტი სანქციები, რომლებიც სავარაუდოდ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჯერ არ არის დადგენილი.

ევროკავშირი თითქმის მთლიანად ენერგიის შესყიდვებზეა დამოკიდებული. გასულ წელს, რუსეთი იყო მთავარი მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფდა გაზის იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. ახლა განიხილება საკითხი, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე 2027 წლისთვის.

Comments
Loading...