ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდს გამოყოფს

4

ევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

აღნიშნული თანხა 2021-2027 წლებში უნდა დაიხარჯოს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ისლანდიის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის სასარგებლოდ.

როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ეს თანხა უნდა დაეხარჯოს კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

„ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა საჭირო პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, რათა ამ ქვეყნებმა დაიცვან ევროკავშირის ღირებულებები და ეტაპობრივად მოხდეს ორგანიზაციის წესების, სტანდარტების, პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სახელმწიფო მმართველობის რეფორმას და ეკონომიკურ განვითარებას.

Comments
Loading...