ევროკავშირი ბიზნესისათვის კოვიდ დახმარების გაუქმებას გეგმავს

3

ევროკომისია 2022 წლიდან კომპანიებისთვის პანდემიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მხარდაჭერას გააუქმებს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

ევროკომისარი მარგარეტ ვესტაგერი, ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ „კრიზისული დახმარების ზომების პროგრესულ ფაზას“, რომელიც 30 ივნისისთვის წახალისების მიზნით მოქმედი არაერთი პროგრამის დასრულებას ითვალისწინებს. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს დაფინანსების ნაცვლად, საჭიროა კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

საკითხის საბოლოო დამტკიცებამდე, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საკუთარი წინადადებები წარადგინონ და შესწორებები მოითხოვონ.

Comments
Loading...