ევროკავშირი “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

5

ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ამზადებს. ბრიუსელი დავის დაწყებას კვირის ბოლოსთვის გეგმავს. სასამართლო დავა კონკრეტულ ვადებში ევროგაერთიანებისთვის დაპირებული დოზების დეფიციტურ მიწოდებას უკავშირდება.

აღნიშნული საკითხი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ელჩების მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. სამართლებრივ პროცესში რამდენიმე ქვეყნის მთავრობა სრულად ჩართული არ არის.

პროცედურებს ხუთიდან შვიდ კვირამდე დასჭირდება და ევროკომისია დედაქალაქებს მოუწოდებს, შეუერთდნენ პროცესს.

კომპანია “ასტრაზენეკამ” პირველ კვარტალში ევროკავშირის 120 მილიონი დოზა ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა.

Comments
Loading...