ევროზონის ეკონომიკა II კვარტალში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა

11

ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, წარმოება სამი თვის განმავლობაში 2.2%-ით გაიზარდა და Eurostat-ის თავდაპირველ შეფასებებს 2%-ით გადააჭარბა. შინამეურნეობების მოხმარება კი 3.7%-ით გაიზარდა.

ევროზონაში მეორე კვარტალში დასაქმების დონე 0,7%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, ევროზონაში, აგვისტოს თვეში, ინფლაციამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

19 ქვეყანაში, სადაც ევრო მიმოქცევაშია, წლიური ინფლაცია აგვისტოში 3%-მდე გაიზარდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავდაპირველად ინფლაციის 2%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.

Comments
Loading...