ევროზონაში ინფლაცია 13 წლის მაქსიმუმზეა

2

ევროზონაში, აგვისტოს თვეში, ინფლაციამ 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროზონის 19 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%–ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3%–ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფასები ყველაზე მეტად ენერგეტიკულ სფეროში გაიზარდა. წარმოებისა და გადაზიდვის შეფერხებები ასევე გრძელვადიან საქონელზეც აისახა, რომელთა ფასები 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

წელს ცენტრალურმა ბანკმა არაერთხელ გაზარდა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებდა. ამასთან, ევროსტატის მონაცემებით, ფასების ზრდა პიკს ნოემბერში მიაღწევს.

Comments
Loading...