ევროზონაში ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა

4

ევროზონაში, აგვისტოს თვეში, ინფლაციამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

19 ქვეყანაში, სადაც ევრო მიმოქცევაშია, წლიური ინფლაცია აგვისტოში 3%-მდე გაიზარდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავდაპირველად ინფლაციის 2%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.

ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, ევროსტატის მონაცემებით, ენერგიის გაძვირება განპირობებულია სურსათის მაღალი ფასებით, ასევე ინდუსტრიულ საქონელზე ფასების უჩვეულოდ მაღალი ზრდით.

წელს ცენტრალურმა ბანკმა არაერთხელ გაზარდა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები ყოველ ჯერზე  მოლოდინს აჭარბებდა. ამასთან, ევროსტატის მონაცემებით, ფასების ზრდა პიკს ნოემბერში მიაღწევს.

ევროზონის ყველაზე ძლიერ ქვეყანაში, გერმანიაში, ინფლაცია უახლოეს თვეებში 5%-ს მიაღწევს.

Comments
Loading...