ევროზონაში ბიზნესაქტივობა შემცირდა

4

IHS Markit-ის ბიზნეს საქმიანობის ინდექსი სექტემბერში 56 ქულას შეადგენდა, რაც აგვისტოსთან შედარებით 2.8 პუნქტით ნაკლებია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდექსის კლების მიუხედავად იგი 50-ზე მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც დადებით დინამიკაზე მეტყველებს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროპული ინდუსტრია, მომსახურების სექტორთან შედარებით, წარმოების ზრდის უფრო ძლიერ შენელებას აჩვენებს. ევროზონის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა ორი ნეგატიური ტენდენციის ერთობლიობაა: ზრდის დინამიკის შენელებისა და ფასების ზეწოლის.

ევროზონაში, აგვისტოს თვეში, ინფლაციამ 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროზონის 19 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%–ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3%–ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Comments
Loading...