ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

452

ეგვიპტური ავიაკომპანია "Air Cairo", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, 8 მაისიდან, არსებულ 2 სიხშირეს დაემატება 1 და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

23 ივნისიდან ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ფრენებს "Air Cairo" პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი). ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია "Air Cairo"-ს დამატებითი სიხშირეებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2017 წლის აპრილის მიანიჭა.

Comments
Loading...